ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 4000-ზე მეტ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს NLAW-ს მიაწვდის, რათა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმაროს.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„დიდ ბრიტანეთში შეიარაღების სისტემები საკმარისად არის, რათა დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოება და შევასრულოთ ნატოს წინაშე არსებული ჩვენი ვალდებულებები. ეს მოიცავს სხვადასხვა სისტემების ფართო სპექტრს“, – ნათქვამია განცხადებაში.