20 წელი თქვენს სამსახურში
კახეთის ხმა – 20 წელი თქვენს სამსახურში.
2022 წელი „კახეთის ხმის“ საიუბილეო წელია. 2002 წლის 22 იანვარს გაზეთ „კახეთის ხმის“ პირველი ნომერი გამოიცა. ყოველკვირეულმა ბეჭდურმა გამოცემამ მოგვიანებით ინტერნეტში გადაინაცვლა. დღეს „კახეთის ხმა“ საქართველოს რეგიონულ მედიასაშუალებებს შორის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით მუშაობს.