უხვმა ნალექმა კახეთში პრობლემები შექმნა
დიდთოვლობის გამო კახეთში, მუნიციპალიტეტებს შორის ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა გართულებულია.
უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა ქალაქ თელავშიც, მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს გადააჭარბა. ამის გამო, გართულებულია მანქანებით გადაადგილება.
თელავის მერიაში განმარტავენ, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი,თუმცა ინტენსიური თოვა გაწმემდით სამუშაოებს აფერხებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც.
უამინდობის გამო ასევე, შეზღუდვებია დაწესებული ვაზიანი-გომბორი- თელავის მიმართულებით, სადაც ყველა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აკრძალულია.
კახეთის საგზაო დეპაეტამენტში აცხადებენ, რომ აქტიურად იწმინდება გზა, თუმცა ინტენსიური თოვა და ყინვა ამ პროცესს ართულებს.