კრიპტოვალუტაში ჩადებული ფული შესაძლოა სრულად დაკარგოთ
საგანგებო განცხადებას ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების, საბანკო და სადაზღვევო სექტორების ზედამხედველობის ორგანოები (EBA, ESMA, EIOPA) ავრცელებენ, რომლითაც მოქალაქეებს აფრთხილებენ – მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ არასანდო ორგანიზაციების მიმართ და მზად იყვნენ კრიპტოაქტივებში ჩადებული თანხის სრულად დაკარგვისთვის.
„მომხმარებელი ფრთხილად უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი რეკლამების რისკების, მათ შორის, სოციალური მედიისა და ინფლუენსერების მიმართ. მათ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სწრაფად გამდიდრების დაპირებების მიმართ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შემოთავაზება ზედმეტად კარგად გამოიყურება“, -ნათქვამია განცხადებაში.
მარეგულირებლები წუხან, რომ მომხმარებელი რეალური რისკების გაცნობიერების გარეშე ყიდულობს 17 000-მდე სხვადასხვა კრიპტოაქტივს, რომელთა ნაწილიც არაკეთილსინდისიერი მიზნებითაა შექმნილი.