რას საქმიანობს თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა, დღეს, მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს ცენტრის საქმიანობის შესახებ ჟურნალისტების ინფორმირება და მიღწევების განცობა იყო. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლები ინფორმირებულები იყვნენ მათი საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი ასევე მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის აუცილებლობასაც შეეხო.
ცენტრის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა და მათი სრული ინკლუზია საზოგადოებაში. ის 2021 წელს USAID ,,დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის” პროგრამის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც ახორციელებს მაკ ჯორჯია და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების სერვისებია ცნობიერების ამაღლება, მხარდაჭერილი რეფერალი, საჭიროებების კვლევა, ურთიერთდახმარება, ადვოკატირება და უფლებების დაცვის მონიტორინგი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვიდეოში.