ლაგოდეხში, ავარიის შედეგად ორმა ადამიანმა სხეულის დამწვრობა მიიღო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში, ავარიის შედეგად ორმა ადამიანმა სხეულის დამწვრობა მიიღო.
თვითმხილეველების თქმით, მიკროავტობუსი სოფელში ბუნებრივი აირის გამტარ მილს დაეჯახა, რამაც ცეცხლის აალება გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მთლიანად დაიწვა მიკროავტობუსი, ხოლო მძღოლმა და ერთმა მგზავრმა სხეულის დამწვრობა მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებში უტარდებათ.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.