წნორში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა – ფოტოები
სიღნაღის მუნიციპალიეტში, ქალაქ წნორში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხდეს. ორგანიზატორების თქმით, აქციაში მონაწილეობა წნორიდან, საქობოდან, სიღნაღიდან, ვაქირიდან, ნუკრიანიდან, ანაგიდან და ბოდბისხევიდან მოსწავლებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
,,ეს არის ხმა ქიზიყელების, ეს არის ჩვენი გზავნილი უკრაინისთვის. წინაპრებმა გვასწავლეს, “ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო”, ხოდა მეგობარი ჭირში რომ შეიცნობა კი ვიცით. ახლა უკრაინა ჩვენს მაგივრად იბრძვის, ახლა ჯარისკაცები საქართველოს გამოც ეცემიან უკრაინის მიწაზე, კიევი თუ დაეცა, თბილისის ჯერი მოვა. ამიტომ აუცილებელია ჩვენი მხარდაჭერა”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.