ახალი ამბები

ლაგოდეხსა და სიღნაღში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა- ფოტო

ლაგოდეხის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებები გააპროტესტეს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

,,ქალაქ ლაგოდეხში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია. გვსურდა სოლიდარობის გამოხატვა, რადგან ჩვენ ერთი ბედის ქვეშ მყოფი ორი ქვეყანა ვართ. მსოფლიო სოლიდარობის რუკაზე ლაგოდეხიც დაფიქსირდა. აქცია დაორგანიზდა ახალგაზრდების მიერ, ლაგოდეხის ცენტრში შევიკრიბეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, დაახლოებით 100 კაცამდე ვიყავით. ისმოდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები, გვქონდა ბანერები. აქციის მონაწილეები ლაგოდეხის სოფლებიდანაც ამოვიდნენ”,- განუცხადა knews.ge-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტასო მოდებაძემ.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტში. არასამთავრობო, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ.

აქცია სიღნაღში

აქცია ლაგოდეხში