ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს

თელავში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.

“ჭავჭავაძის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი და პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი ზურა ხომერიკი თელავში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. ორივე დაკავებული პოლიციის თელავის სამმართველოშია გადაყვანილი.

პოლიციის ეკიპაჟის თქმით, აღნიშნული პირები წესრიგს არღვევდნენ.

,,თელავში ვართ, ჩამოვედით თბილისიდან და თეატრის წინ სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ. არაფერი დაგვირღვევია მხოლოდ ვიდექით, რომ მოვედით აქ დაგვხვდა პოლიცია და სუსი. წაიყვანეს ჩვენი ორი მეგობარი, მიზეზი არ ვიცით”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ვიდეო: ტელეკომპანია ფორმულა