ახალი ამბები

ქართველი ექიმი უკრაინელ კოლეგებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება

ქართველი ქირურგი კიევის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში რუს და უკრაინელ დაჭრილ ჯარისკაცებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევს.

„დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ერთმანეთის მხარდაჭერა. ამ ურთულეს ვითარებაში მე ჩემს ოჯახთან ერთად კიევში ვიმყოფები და არ დაგვიტოვებია უკრაინის ტერიტორია.
მე ვარ ქირურგი და ბოლო რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში კიევის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში ჩემს პროფესიულ მოვალეობას უკრაინელ კოლეგებთან ერთად საგანგებო რეჟიმში ვასრულებ.
მე მოვალე ვარ გვერდით დავუდვე მათ ამ უმძიმეს პერიოდში.
ჩვენ ერთად ვზრუნავთ დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირებზე. ჩემი პაციენტების რიგებში უკრაინელ სამხედროებთან ერთად რუსი ჯარისკაცებიც არიან. მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას!“, –
განაცხადა არჩილ ჭანტურიძემ.