Facebook-მა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებს რეკლამის განთავსება და მონეტიზაციის განხორციელება აუკრძალა
Facebook-მა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებს რეკლამის განთავსება და მონეტიზაციის განხორციელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუკრძალა.
ამის შესახებ სოციალური ქსელის უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ნათანიელ გლეიჰერმა განაცხადა.
„ვუკრძალავთ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს რეკლამის ჩვენებას და ჩვენს პლატფორმაზე მონეტიზაციის განხორციელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ცვლილებები უკვე შედის ძალაში და ამ მიმართულებით მუშაობა შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გლეიჰერმა.
მან ამასთანავე, განმარტა, რომ სოციალური ქსელის სპეციალისტები რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ პუბლიკაციებზე შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებას გააგრძელებენ