საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება – ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
„ამ წლების განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ მივაღწიეთ რუსეთთან მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა.
მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, რაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.
გავეცანით საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რაც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას და მინდა მკაფიოდ განვაცხადო – საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, რადგან ეს მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მე მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.