სოფელ კაბალში ყოფილი რწმუნებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ყოფილი რწმუნებულის და ადგილობრივი ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს.
შემთხვევის დროს სახლში ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, თუმცა სხეულის დაზიანება არ მიუღიათ. დაზიანებულია სახლის კედელი და ფანჯრები.
ამ წუთებში სახლის მეპატრონე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. შემთხვევის ადგილზე კი ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმდებები.
ჯემალ ნიაზოვის შვილი, ამილ ნიაზოვი წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ამილ ნიაზოვზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 2021 წლის 4 ოქტომბერს ამავე სოფელში მცხოვრები ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლის ეზოში ხელყუმბარა აფეთქდა.