ესტონეთის საელჩო კახეთში მეწარმეობის განვითარებას ეხმარება
2 თებერვალს ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა საზოგადოებას წარუდგინა კახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტები, რომელიც საქართველოსთან ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტები მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში მეწარმეობისა და მდგრადი ორგანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტების განხორციელებისას ჩართული არიან როგორც საქართველოს, ასევე ესტონეთის სამოქალაქო ორგანიზაციები.
კერძოდ, პეიფსის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ცენტრი Peipsi (ესტონეთი), თემი (საქართველო) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი KRDF (საქართველო). პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოეწყო პროექტის შედეგების პრეზენტაცია და იმ ორგანული პროდუქტების დეგუსტაცია, რომელსაც პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ყვარელსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში აწარმოებენ.
ელჩმა ხაზი გაუსვა ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შედეგებს, ადგილობრივ დონეზე სამეწარმეო უნარების გაძლიერების ხელშეწყობას და სამოქალაქო საზოგადოების როლს ამ მიმართულებით. მიღებაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, კახეთის სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და პროექტის მონაწილეები.
მიღებას, სხვა სტუმრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, კახეთის სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.