ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

სახალხო დამცველის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

სახალხო დამცველის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი ტალახაძე და ოფისის რეგიონული წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ანდრიაშვილს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამები და პროექტები; მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; სათათბირო ორგანოების ფუნქციონირების საკითხი და დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გზები.

მათი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მერს შეხვდებიან.