ახალი ამბები

ტბა და ეკო კოტეჯები-ლაგოდეხში აგროტურისტული მეურნეობა გაიხსნება

კომპანია GDB ლაგოდეხში აგროტურიზმის განვითარებას გეგმავს. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ტბას და 15 ეკო კოტეჯს მოიცავს, 2024 წლის ბოლოსთვის გაიხსნება.

კომპანიის დამფუძნებელი, ივა ჭყონია აცხადებს რომ კომპლექსში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ეკო კოტეჯებში დასვენებასთან ერთად ითევზაონ კიდეც.

„კომპლექსის ტერიტორიაზე ეკო კოტეჯებთან ერთად განთავსებულია ტბა, რომელიც ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დასვენებასთან ერთად ითევზაონ. წყალი შემოწმებულია და მასში სხვადასხვა სახეობის თევზი ბინადრობს. ამჟამად ინვესტიციების მოზიდვას ვცდილობთ, რადგან პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო“ – განაცხადა ივა ჭყონიამ.

GDB-მ ოპერირება 2021 წლის აგვისტოში ლაგოდეხში სალათის ფურცლების წარმოებით დაიწყო, რომლის 80% ექსპორტზე გადის. ქართული სალათის ფურცლებით რუსეთის “მაკდონალდსი” მარაგდება.