16 საკითხი, რომელსაც მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს
დღეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.
მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხს განიხილავს:
1. საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები;
2. საქართველოს კანონის პროექტი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სამეფო მშენებლობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ასი გრუპ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფ/პ შახი ლატარიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ დავით ფანჩულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფ/პ ჯაბა ჩხიტუნიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და შპს “დოესი ენერჯის“ შორის ,,ქვახვრელის მზის ელექტროსადგური’’ ელექტროსადგურის
შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“;
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და შპს ,,მაშავერა-ჰესის“ შორის „მაშავერა ჰესის” ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“
12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი საქართველოს მთავრობასა და შპს „მომავლის ენერგიას“ შორის „მაშავერა 1 ჰესის“ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“
13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და შპს „მომავლის ენერგიას“ შორის „მაშავერა 2 ჰესის“ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და შპს „მომავლის ენერგიას“ შორის „მაშავერა 3 ჰესის“ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“
16. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი “კომპიუტერული ინციდენტების კლასიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ”