ვეფხისტყაოსანი სოფელ ნუკრიანის სასაფლაოზე- ფოტო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, სასაფლაოზე ვეფხისტყაოსნის ძეგლი აღმოაჩინეს.
ინფორმაციას და ფოტოებს ნუკრიანის სახელოსნოების ხელმძღვანელი, მაია ბიძინაშვილი ავრცელებს.
,,ეს არის მოულოდნელი კულტურული შოკი. ვეფხისტყაოსანი საფლავზე და ეს სოფელ ნუკრიანშია”,-წერს მაია ბიძინაშვილი.
გავრცელებულ ფოტოზე ჩანს საფლავი, რომელიც თამარა ნადიკაშვილისაა. იქ არსებული წარწერებიდან ირკვევა, რომ გოგონა 1925 წელს დაიბადა და საკმაოდ ახალგაზრდა, 1951 წელს გარდაიცვალა.
საფლავზე ლექსი წერია, რომელიც დედ-მამამ გოგონას მიუძღვნა. ქვაზე დატოვილი წარწერა კი, რომლის ქვემოთაც ვეფხისტყაოსანია, ასე მთავრდება- ,,საჩუქარს გიძღვნით შვილო- დედ-მამა.”