ახალი ამბები

რუსულმა ძალებმა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 136-ჯერ დაარტყეს

დონბასში რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი 136-ჯერ გაუხსნეს, მიმდინარე დღის დასაწყისიდან ცეცხლის შეწყვეტის 8 დარღვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული დღის განმავლობაში, 19 თებერვალს, დაფიქსირდა 136 დარღვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ, მათგან 116 იყო მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით“, – აცხადებენ უწყებაში.

დაბომბვის შედეგად ორმა უკრაინელმა სამხედრომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო.

ოთხმა სამხედრომ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. საბრძოლო დაზიანება მიიღო ერთმა ჯარისკაცმა.