კახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის მიმდებარედ, მოქალაქე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში არასახიფათო ნარჩენებს ღია წესით წვავდა.
ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, მდინარეების – დურუჯისა და შრომისხევის მიმდებარედ, მოქალაქეებმა გარემო, ჯამში 8 კუბური მეტრი მოცულობის საყოფაცხოვრებო ნარჩენით დაანაგვიანეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.