ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რატომ არის განსაკუთრებული „ზოდიაქოს ხინკალი“

თუ თელავში ხინკლის დაგემოვნება გინდათ, პირველი, რაც გაგახსენდებათ, ან და ნაცნობები გირჩევენ, ეს კაფე-ბარი ,,ზოდიაქოა”. 

 

ზოდიაქოს ხინკალი უკვე 10 წელია  ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. აქ მომზადებულ ხინკალს არამხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც დიდი სიამოვნებით აგემოვნებენ. ხინკლის ობიექტი სადა ინტერიერით გამოირჩევა. კონცეფცია სწრაფი და გემრიელი ხინკლის წარმოებაა.

რაში მდგომარეობს თელავური ხინკლის „საიდუმლო“ და რატომ დაიმსახურა სახალხო სიყვარული ზოდიაქოს ხინკალმა, ნახეთ ჩვენი ვიდეო.