საგადასახადო შეღავათების ნაწილი შესაძლოა გაუქმდეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წელს წარმოადგენს საგადასახადო შეღავათების სიას, რომლიდანაც ცალკეული შეღავათები შესაძლოა გაუქმდეს.
პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის და USAID-ის დახმარებით გასულ წელს დაიწყეს ქვეყანაში არსებული საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესწავლა. საუბარია დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის შეღავათზე.
“მიმდინარე წელს დავასრულოებთ ამ შეღავათების რაოდენობრივ შეფასებას და მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს დავურთავთ. ეს შესაძლებელს გახდის შემდეგ შეღავათების ოპტიმიზაციას, რომ დაიწყოს საჯარო დისკუსია ამ თემაზე,”- განაცხადა ფინანსტა მინისტრმა.
საგადასახადო შეღავათების შეფასებაზე მუშაობა წინა ფინანსთა მინისტრის დროს დაიწყო. უცნობია ამ შეღავათების რა ნაწილის გაუქმებას განიხილავს დღეს ფინანსთა სამინისტრო.