უკრაინაში ახმეტიდან ემიგრაციაში წასული ახალგაზრდა გარდაიცვალა
უკრაინაში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის მკვიდრი, 30 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მამაკაცს, კორონავირუსის შემდგომი გართულებით, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აღენიშნებოდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმაც ჰქონდა. ვირუსის შედეგად, მენინგიტი განუვითარდა და კომიდან ვეღარ გამოვიდა.
გარდაცვლილის ოჯახი უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. უკრაინაში შექმნილი რთული ვითარების გამო, ახალგაზრდა მამაკაცის საქართველოში გადმოსვენების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.