ახალი ამბები

პარლამენტის წევრები კახეთში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი და გელა სამხარაული, კახეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ.

თელავში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროს და ახმეტის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები, შეჯერდა პოზიციები ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრები გაიმართა მცხეთაში, გორსა და ბორჯომში, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება.