ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა
„ფაიზერის“ მიერ შექმნილი ახალი ვაქცინა, რომელიც „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგაა მიმართული, საქართველოში მარტში შემოვა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მინისტრი ამ განცხადებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ ვაქცინა „ომიკრონის“ შტამთან ფაქტობრივად არ მუშაობს.
“გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც ამ ახალ შტამის შემთხვევაში გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს. პრემიერმა თქვა, რომ ვირუსი ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო.
„ომიკრონთან“ დაკავშირებით „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც კონკრეტულად „ომიკრონის“ შტამზე მუშაობს“, – განაცხადა აზარაშვილმა.