სოფელ კონდოლში ორი ადამიანი მოკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ორი ადამიანი მოკლეს.
შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე საქონლის ფერმაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას შეესწრო ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონა.
იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა და შესაძლებელია, რომ სწორედ მას მოსვლოდა კონფლიქტი ცოლ-ქმართან. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ეჭვმიტანილის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. knews.ge აღნიშნულ საკითხზე არკვევს დეტალებს და დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.