ახალი ამბები

დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა გაუარესდა

“The Economist”-მა 2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა.

დემოკრატიის დონე განსაზღვრულია საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა, პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით. ახალ ინდექსში საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუარესდა, ის 5.31-დან 5.12-მდე შემცირდა, თუმცა უცვლელია ქვეყნის პოზიცია და ის კვლავ 91-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით საქართველოში “ჰიბრიდული რეჟიმია”.

იმისთვის, რათა საქართველომ უფრო მაღალ სტატუსზე _“ნაკლულ დემოკრატიაზე” გადაინაცვლოს, მისი ქულა 6-ზე მაღალი უნდა იყოს.
საქართველო რეგიონში წამყვანი დემოკრატიული ქვეყანა აღარაა: “The Economist”-ის თანახმად, თუკი 2018 წლამდე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა უკრაინასთან და სომხეთთან შედარებით წინ იყო, ახლა ეს ქვეყნები დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოს უსწრებენ.

საქართველო – 5.12 ქულა, 91-ე ადგილი(ჰიბრიდული რეჟიმი);

სომხეთი – 5.49 ქულა, 89-ე ადგილი(ჰიბრიდული რეჟიმი);

უკრაინა – 5.57 ქულა, 87-ე ადგილი (ჰიბრიდული რეჟიმი);

აზერბაიჯანი – 2.68 ქულა, 141-ე ადგილი (ავტორიტარული რეჟიმი);

რუსეთი – 3.24 ქულა, 124-ე ადგილი (ავტორიტარული რეჟიმი).

“The Economist”-მა დემოკრატიის მდგომარეობა 167 ქვეყანაში შეაფასა. მათ შორის 9.75 ქულით პირველ ადგილზე ნორვეგიაა, 9.37 ქულით მეორე ადგილზე_ ახალი ზელანდია, მესამეზე კი, 9.27-ით, ფინეთია. აშშ-ს 7.85 ქულით 26-ე პოზიცია, საფრანგეთს 7.99 ქულით_ 22-ე ადგილი, გერმანიას მეთხუთმეტე, ბრიტანეთს მეთვრამეტე, იაპონიას კი მეჩვიდმეტე ადგილი უჭირავს.