მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს.
მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ოთარ შამუგია დაინიშნა.
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, თავად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
შეგახსენებთ, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა, ლევან დავითაშვილს კი ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა. ის ამავე დროს არის ვიცე-პრემიერი, რა პოზიციასაც ინარჩუნებს.