ახალი ამბები

თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო

თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთი ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით მდებარეობს. პროექტი 3,7 კმ-იანი 4 ზოლიანი საავტომობილო გზისა და 6 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითვალისწინებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. სამშენებლო სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 63,888,887.69 ლარს შეადგენს.