ბაზარზე სოფელ გავაზში წარმოებული ღვინო ,,პაკაცო ” გამოჩნდა
ადგილობრივ ბაზარზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში წარმოებული, ღვინო „პაკაცო“ გამოჩნდა.
საწარმო რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა და ამ დროისთვის ღვინო საფერავისა და რქაწითელისგან მზადდება. მეწარმე შავლეგო პაკაცოშვილი აცხადებს, რომ წარმოება როგორც თავისი ფინანსებით, ასევე აწარმოე საქართველოს პროექტის დახმარებით დაიწყო და ამ ეტაპზე, ყოველთვიურად, ადგილობრივ ბაზარზე, საშუალოდ 200 ბოთლი ღვინის რეალიზაციას უკვე ახერხებენ.
„პაკაცოს“ ღვინოები ადგილზე, ტურისტებზე და დედაქალაქის რამდენიმე მაღაზიაში იყიდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ მიუხედავად პანდემიისა, გაჩერებას არ აპირებენ და ღვინის ექსპორტზე გატანასაც გეგმავენ.
ფოტო: bm.ge