რამდენი ორსული დაინფიცირდა Covid-19-ით იანვარში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვარში ქვეყანაში „ომიკრონის“ აქტიური გავრცელების პერიოდში ვირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა.
ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„იანვარში ქვეყანაში „ომიკრონის“ აქტიური გავრცელების პერიოდში ვირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა. ერთდროულად ქვეყანაში ერთ პერიოდში დაახლოებით 23-24 ათასი ორსულია ხოლმე. მთლიანად პანდემიის პერიოდში დადასტურებულია ორსულთა ინფიცირების 13 373 შემთხვევა, ანუ მთლიანი ინფიცირების დაახლოებით 1% ორსულ ქალბატონებზე მოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.