ხათუნა ჭონიაშვილი – საუკეთესო რესპონდენტი
კახეთის ხმა 20 წლის გახდა. მედია ორგანიზაციამ იუბილესთან დაკავშირებით გამორჩეული რესპოდენტები დააჯილდოვა.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ჭონიაშვილი წლებია ,,კახეთის ხმასთან” თანამშრომლობს და ის არის წლის საუკეთესო რესპოდენტი, რომელიც ინტერვიუზე დღის არცერთ მონაკვეთში არ ამბობს უარს. საუკეთესო რესპოდენტიც სწორედ ქალბატონი ხათუნა გახდა.