სოფელ პატარძეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტს, წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოებს 9 მილიონამდე ლარი მოხმარდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პატარძეულში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. გამომდინარე აქედან, ამ დროისთვის ადგილობრივებს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებათ.
მათივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი, წყლის სათავე ნაგებობები და სატუმბო სადგური.
პროექტის დასრულება 2023 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. შედეგად, სოფელ პატარძეულში ათწლეულების განმავლობაში უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივები სტაბილური წყალმომარაგებით შეძლებენ სარგებლობას.