სოფელ იორმუღანლოში ერთი თვის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ნათესავებმა აქცია გამართეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ერთი თვის წინ გაუჩინარებული ნაზიმ ნაბიევის ნათესავებმა აქცია გამართეს.
მათი თქმით, 42 წლის ნაზიმ ნაბიევი 4 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მეგობართან, ფეხრათ ყურბანოვთან წავიდა და თან 32 ათასი ლარი წაიღო, საქონლის შესასყიდად. თუმცა, შემდეგ მისი კვალი არავის უნახავს.
ოჯახის წევრები მოითხოვენ დროულად გამოიძიონ ნაბიევის საქმე და მის ადგილსამყოფელს მიაკვლიონ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
ფაქტს საგარეჯოს პოლიცია იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ფოტო: ipn.ge