შსს- 2021 წელს სამოხელეო დანაშაული 11.35%-ით გაიზარდა, 11.11%-ით გაიზარდა ქრთამის მიცემის ფაქტები
2021 წელს სამოხელეო დანაშაული 11.35%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ წელს სამოხელეო დანაშაულის 579 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 19.52%, 113 შემთხვევა გაიხსნა. 2020 წლის იმავე პერიოდში კი ამ სახის დანაშაულის 520 ფაქტი აღირიცხა და მათგან 42 გაიხსნა.
უფრო კონკრეტულად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2021 წელს 35.48%-ით გაიზარდა, სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებმა 18.52%-ით, ხოლო სამსახურეობრივი სიყალბის შემთხვევებმა 69.23%-ით მოიმატა. 11.11%-ით გაიზარდა ქრთამის მიცემის ფაქტები, ხოლო ქრთამის აღების რეგისტრირებული შემთხვევები 12.12%-ით შემცირდა.