ახალი ამბები

„თელმიკომ“ მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეაჩერა

„თელმიკომ“ მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

„თელმიკოს“ ინფორმაციით, მომხმარებლის ნაწილს კომპანია „თელმიკოსგან“ მიუვიდა სმს შეტყობინება, სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის დარიცხვის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც „თელმიკოში“ აცხადებენ, რომ დეპოზიტების დარიცხვა მოხდა, საცალო ბაზრის წესების შესაბამისად და მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომელიც სისტემატიურად არღვევს ელექტროენერგიის გადახდის ვადებს.

თუმცა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე მომხმარებლების მხრიდან სემეკში მიმართვების გათვალისწინებით, კომპანია “თელმიკო”, აუქმებს დეპოზიტის დარიცხვას ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ “თელმიკოს” არც აქამდე, და არც მოცემულ მომენტში, აღნიშნული სადეპოზიტო დარიცხვა არ განუხოციელებია, იმ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მოწოდებული აქვს კომპანიას მომხმარებლის მხრიდან.

ჩვენ ყოველთვის გაგებით ვეკიდებით ჩვენი მომხარებლის მოთხოვნებს და ამიტომ შემდგომში ანალოგიური ვითარების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მომხმარებელს თხოვნით არ დაარღვიონ ელექტროენერგიის გადახდის ვადები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება “ფეისბუქში” ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.