გართულებული ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო 24 საათში რეგიონში ვირუსით ინფიცირების 1 059 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
,,დღეს გამოვლენილი ინფიცირების 059 შემთხვევიდან, ახმეტაში დაფიქსირდა -146, გურჯაანში -174, დედოფლისწყაროში- 67, თელავში -179, ლაგოდეხში-164, საგარეჯოში-206, სიღნაღში-80, ყვარელში-43.
რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა -76 616, მათგან: ახმეტაში დაფიქსირებულია-5 787 შემთხვევა, გურჯაანში-15 365, დედოფლისწყაროში -5 504, თელავში -17 620, ლაგოდეხში -9 070, საგარეჯოში -10 023, სიღნაღში-7 523, ყვარელში -5 724. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 5 534 პირს, მათ შორის 5 298 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 50 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 186 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 70 637 გამოჯანმრთელდა და 445 გარდაიცვალა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.