ახალი ამბები

ეპიდსიტუაციის გართულების გამო თელავში საბავშვო ბაღები დაიკეტა

თელავის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის გართულების და კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის გამო, საბავშვო ბაღები დაიკეტა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის თქმით, 32 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 1 მარტამდე ვეღარ განახლდება.

მისივე თქმით, ვირუსი სწრაფად ვრცელდება ამიტომ, ბაღებში პერსონალის დეფიციტიც კი შეიქმნა.

” ძალიან მძიმე ვითარებაა. გავიარეთ კონსულტაცია პირველად ჯანდაცვასთან და გადაწყდა, რომ ერთი თვე ბაღები დაკეტილი იქნება. პროდუქტს მშობლებს სახლებში მივაწვდით”,-განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

სააღმზრდელო პროცესი თელავის საბავშვო ბაღებში 17 იანვარს განახლდა.