ახალი ამბები

სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში საკუთარ საცხოვრებელ სახლში 68 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

პირველადი დათვალიერების შედეგად პენსიონერს თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული. ერთი- ერთი ვერსიით ქალი სავარაუდოდ ძარცვის დროს მოკლეს.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი 80 წლის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

საქმეზე გამოძიება 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.