ლაგოდეხში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ქალაქ ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებ აბულაშვილების საცხოვრებელი სახლის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი სამზარეულოში სავარაუდოდ შეშის გამათბობლიდან გაჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ არსებობდა საშიშროება ცეცხლი გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლებზე გადასულიყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სამსახურის სახანძრო ბრიგადები ახლა ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.