ახალი ამბები

გურჯაანის მოსახლეობა მიმდინარე თვიდან დასუფთავების გადასახადის შესახებ ინფორმაციას ტელეფონზე მიიღებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მიმდინარე თვიდან, დასუფთავების გადასახადის შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიღ, გურჯაანში, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისთვის სააბონენტო სისტემა ამოქმედდა და აბონენტები მიმდინარე დავალიანებების შესახებ შეტყობინებას ყოველთვიურად მიიღებენ.

,,დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის #23 დადგენილებით არის განსაზღვრული, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 0, 50 ლარს ( არაუმეტეს ორი ლარისა) შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების მიხედვით დაანგარიშდება”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.