ფიქრია ყუშიტაშვილი – აქტიური საჯარო მოხელე
მედია ორგანიზაცია ,,კახეთის ხმამ” 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა.
ჟურნალისტებმა წლების განმავლობაში აქტიური რესპოდენტები გამოავლინეს და მათ სპეციალური ჯილდო გადასცეს.
ყველაზე აქტიური საჯარო მოხელის ჯილდო კი თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ფიქრია ყუშიტაშვილს გადაეცა. ის ძალიან აქტიურია და ინტერვიუზე არასდროს ამბობს უარს.
2002 წლის 22 იანვარს გაზეთ „კახეთის ხმის“ პირველი ნომერი გამოიცა. ყოველკვირეულმა ბეჭდურმა გამოცემამ მოგვიანებით ინტერნეტში გადაინაცვლა. დღეს „კახეთის ხმა“ საქართველოს რეგიონულ მედიასაშუალებებს შორის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით მუშაობს.