ახალი ამბები

თოვლმა ზიარი-გურჯაანის გზაზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისის თანამშრომლებმა, ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზის გაწმენდის სამუშაოები განახორციელეს.

მერიის ინფორმაციით, თოვლმა და დაბალმა ტემპერატურამ აღნიშნულ გზაზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

უწყებაში აცხადებენ, რომ შესაბამისმა სამსახურმა დროულად იმოქმედა, ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელ 7 კმ-იან გზაზე ტექნიკური მარილი გაშალა და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგა.