სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მერიას უჩივის
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი ელიზბარაშვილი მერიას პროკურატურაში უჩივის.
დღეს მან საჩივარი საოლქო პროკურატურაში შეიტანა და 2018 -დან 2020 წლამდე სიღნაღის მერიის შიდა აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს ასაჩივრებს. ის ამტკიცებს, რომ დასკვნაში სიღნაღის მერიის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტებია აღწერილი.
“დარღვევები ძირითადად, საწვავის ხარჯებს უკავშირდება, როცა საჯარო მოხელეები იმაზე მეტ ბენზინს მოიხმარენ, ვიდრე ოფიციალურად ეკუთვნით. ხშირად, მათი უმრავლესობა დოკუმენტსაც აყალბებს, ვინაიდან, უცხოეთში მივლინებაში ყოფნის დროს საწვავის ხარჯი უწყისში ისეა ასახული, რომ მოხმარება ადგილზე ფიქსირდება,”- განაცხადა ელიზბარაშვილმა.
გიორგი ელიზბარაშვილი პროკურატურისგან დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს.