ახალი ამბები

სოფელ აფენში ღია კინოთეატრის მშენებლობა დასრულდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ღია კინოთეატრის მშენებლობა დასრულდა. შენობაში ახალგაზრდებისთვის როგორც გასართობი, ისე შემეცნებითი სახის სივრცეები იქნება განთავსებული.

პროექტის იდეის ავტორის, გიორგი ედიშერაშვილის განცხადებით, აფენის ღია კინოთეატრის იდეა არ იყო მხოლოდ შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტი.

მისივე თქმით, ეს უნდა გამხდარიყო მაგალითი ახალგაზრდებისთვის, თუ როგორ შეიძლება მიზნის დასახვის და მიზანმიმართული მოქმედების შედეგად, უპასუხონ თემის, მცირე ჯგუფის თუ პირად საჭიროებებს; მოაგვარონ ადგილობრივი პრობლემები, აიღონ პასუხისმგებლობა სოფლის თუ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.

“რაც მთავარია, სივრცე მრავალფუნქციურია და მთავარი დანიშნულების გარდა (საველე კონოთეატრი) შესაძლებელი იქნება: ღია გაკვეთილების ჩატარება, პრეზენტაციების გამართვა, სპექტაკლების დადგმა, სპორტული ღონისძიებების ხილვა.
უახლოეს ხანში დავაანონსებთ სივრცის ოფიციალურად გახსნის თარიღს, სადაც კოვიდ რეგულაციების დაცვით, ყველას შეგეძლებათ სტუმრობა, ჩვენი 6 თვიანი ბედნიერი ისტორიის მოსმენა და თქვენი მხარდაჭერით აშენებული საველე კონოთეატრის Live -ში ხილვა,”-
განაცხადა გიორგი ედიშერაშვილმა.