შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა
შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე”,- წერია საელჩოს გვერდზე.
შვეიცარიის სამთავრობო უწყების ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, კოვიდ-პასპორტის ქონა არ არის საკმარისი ქვეყანაში შესასვლელად. დამატებით სავალდებულოა კოვიდ-ტესტირებაც.