ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

თვიმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა.

მომხდარზე გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.