ახალი ამბები

ლაგოდეხში ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა, შემდეგ კი სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა

ლაგოდეხში 35 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი გაგუდა, შემდეგ კი, კვალის არევის მიზნით, სახლში გაზქურა ჩართო.

შემთხვევა ლაგოდეხში, გუშინ მოხდა. ახალგაზრდა ქალი, ახლობლებმა გარდაცვლილი სავარძელში იპოვეს.

თავდაპირველად, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, გაზით გაგუდვა სახელდებოდა.

ნონა ჭაბაშვილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდარზე გამოძიება სსკ -ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.