ლაგოდეხში ავარიის დროს დაშავებულ გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ლაგოდეხში მცხოვრებ 24 წლის მაგდა ხარაიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ის 28 დეკემბერს, ლაგოდეხში მომხდარი ავარიის დროს მძიმედ დაშავდა.
საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც მან ქალისა და ყბა-სახის მძიმე დაზიანებები მიიღო. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მაგდას ახლობლების თქმით, გოგონას 29 დეკემბერს თავის ტვინზე და ყბა-სახის რთული ოპერაციები გაუკეთდა რომელმაც კარგად ჩაიარა, თუმცა, ახალგაზრდას ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა და ოპერაციები, რაც სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მაგდას მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. გოგონას დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში:
ანგარიშის ნომრები.
საქართველოს ბანკი:
#GE91BG0000000731934400
მიმღები- ირინა ბეროშვილი
თიბისი ბანკი:
#GE23TB7564345061100093
მიმღები- ირინა ბეროშვილი