საქართველოში შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება – 5 ლარი, დაწესდეს
საქართველოში შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება – 5 ლარი, დაწესდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს სამოქალაქო მოძრაობამ „გამოდი“ (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიმართა.
წინადადების ავტორთა შეფასებით, საათობრივი ანაზღაურება პოზიციების მიხედვით, მზარდი უნდა იყოს.
გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს ასევე პირველად ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და ბინების ფასის დარეგულირებას. კერძოდ, სახელმწიფო რეგულაციების შედეგად, ბიზნესს უფლება აღარ ექნება პროდუქციას ფასი 20%-ზე მეტით მოუმატოს.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა დარგობრიი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ბიუროს უნდა აცნობოს.